1. პროექტის დასახელება:- სიძველისადმი გრძნობა პატივი თუ შენში ოდნავ მაინც ელვარებს.
2. პროექტში მონაწილეობენ:- 11 კლასის მოსწავლეები.
3.პროექტის აქტუალობა/ რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი?
-დღეს,როდესაც განსაკუთრებით მწვწვედ დგას ინტეგრაციისა და
გლობალიზაციის საკითხები ასეთ დროს მეტად მნიშვნელოვან
პრობლემად რჩება არ დავკარგოთ ჩვენი თვითმყოფადობა,
ტრადიციები, ადათ-წესები, რომელსაც აღტაცებაში მოყავს ყველა
ვინც ეწვევა ძველს, ულამაზეს, მაგრამ ყოველთვის ახალგაზრდა
დედაქალაქს-თბილისს. 1846 წელს გაზეთი "კავკაზი" წერდა: თბილისი
საქართველოს სახის, იერის და ტრადიციების გამოხატულებაა, მისი
გაცნობით შეგვიძლია მივულოცოთ თავს,რომ იცნობთ საქართველოს.
თბილისს ამ თვალწარმტაც გარემოში ნაშობ ძველ ქალაქს იმთავითვე თან
დაჰყოლია მაცოცხლებელი სითბო, ხოხბისებური სილამაზე და უზომო
სიყვარული."
ახლა კი,როცა თბილისი იცვლება, როდესაც ნელ-ნელა ქრება ის
კოლორიტი,
რაც დიდი ხნის მანძილზე გამოარჩევდა მას სხვა ევროპული ქალაქისაგან
, ისმის კიხვა- ვიცნობთ თუ არა ჩვენ /სკოლის მოსწავლეები/ იმ თბილისს
- თვითმყოფადს, ტრადიციულს, ადათ-წესების დამცველს,რომელსაც
აღტაცებაში მოჰყავდა მნახველი.
4. პროექტის მიზანი:- გავაცნოთ ჩვენს ახალგაზრდა თაობას ის თბილისი,რომელიც
აღაფრთოვანებდა მნახველს.
- გავაცნოთ ის ქალაქური დღესასწაულები, რომელიც ჩვეთვის წარსულია
და რომლითაც თავს იწონებდა ძველი თბილისი.
- ჩვენს თაობას გავაცნოთ ის ტრადიციები და ადათ-წესები რომელიც დღეს
თითქმის დაკარგულია და შემოგვინახა ან წყაროებმა ან ძველი თაობის
წარმომადგენელთა მონათხრობმა.
5. პროექტზე მუშაობის ვადები: დასაწყისი: დეკემბერი.
დასასრული: მაისი.
6. განსახორციებელი ამოცანები: პროექტის განხორციელება მოხდება სასწავლო წლის
განმავლობაში ეტაპობრივად. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გადანაწილდება გუნდის
წევრებს შორის:
1. ეტაპი: დეკემბრის თვეში გუნდი შეადგენს პროექტზე მუშაობის გეგმას და სამუშაო
გაანაწილებს გუნდის წევრებს შორის.
-- დეკემბერ-იანვარი, მოსწავლეები იწყებენ იფორმაციის შეგროვებას. ეცნობიან
ისტორიულ წყაროებს თბილისის შესახებ. გუნდის წევრებს შორის სამუშაოები
გადანაწილებულია:
1. ჯგუფი: მუშაობს ბიბლიოთეკებში თბილისის შესახებ არსებულ
საინფორმაციო ლიტერატურაზე.
2. ჯგუფი: მუშაობს მუზეუმებში დაცულ წაროებზე.
3. ჯგუფი: არქივში დაცულ წყაროებზე, აგროვებენ ინფორმაციას
მთხრობელებისგან.
--თებერვლის თვეში ხდება მოპოვებული ინფორმაციის გადამუშავება და ხდება თბილისის საექსკურსიო რუკის შედგენა.
2. ეტაპი:- მარტიდან იწყება პრაქტიკული სამუშაოები პროექტის გარშემო:
1. იტერნეტში იქმნება ვებგვერდი "თბილისი საქართველოს გული".
2. სკოლაში გამოდის ხელნაწერი ჟურნალი "ჩვენი თბილისი".
3. სკოლაში ეწყობა კონფერენცია. /მოწვეული იქნება სტუმრები./"
4. სკოლაში თანამოაზრეებთან ერთად/უბანი/ იქმნება კლუბი
"თბილისელები".
5. სკოლაში ეწყობა შემოქმედებითი საღამო "მეამაყება ვარ
თბილისელი".
6. სასწავლო წლის ბოლოს საექსკურსიო რუკის დახმარებით ეწყობა
ექსკურსია ძველ თბილისში.
7. პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები: -მოსწავლეები გაეცნობიან ძველ თბილისს,
მის კოლორიტს,ტრადიციებს, ადათ-წესებს, დღესასწაულებს.
--სხვადასხვა ღონისძიებებით თანაკლასერლებს და თანატოლებს
გააცნობენ ჩვენს დედაქალაქს-- თბილისს.
--სკოლაში/უბანში/ გაიჩენენ თანამოაზრეებს და შექმნიან "თბილისელთა
კლუბს/."
--ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაძიებლის თვისებების და უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბებას.
--ხელს შეუწყობს მოსწავლეებში საექსკურსიო საქმიანობის განვითარებას.
8. პროექტის რესურსები:
- წყაროები და მთხრობელები.
-ინტერნეტი.
-ტექნიკა.
-საკანცელარიო რესურსები.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. პროექტის იდეის ავტორი:ლია ნიშნიანიძე.
11. ავტორის ელ-ფოსტა: likanisnianise@gmail.com
No comments:
Post a Comment