რესურსი

Saturday, July 17, 2010

ქართული ხალხური სიმღერა

1. პროექტის დასახელება:-ქართული ხალხური სიმღერა

2. პობლემა: დღეს, გლობალიზაციის ეპქაში, როდესაც მოხდა უცხოურიკულტურის დიდი რაოდენობით შემოდინება და კულტურათა დაახლოვება, რასაც მოყვა ფასეულობათა გადაფასება, თანამედროვე ახალგაზრდობისთვის და ქარტველ მოსწავლეთათვის უფრო მოდური გახდა უცხოური და თანამედროვე ქართული სიმღერები და სულ უფრო და უფრო დავიწყებას მიეცა მრავალსაუკუნოვანი, მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერა, რომელსაც აღტაცებაში მოყავს მსოფლიოს მსმენელი და სულ უფრო და უფრო იზრდება უცხო ქვეყნებში შექმნილი ქართული ხალხური ანსამლების რაოდენობა.
3. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია ქართველ ახალგაზრდები და მოსწავლეები გაეცნონ ქართულ ხალხურ სიმღერებს და მათ ისტორიას, მოვახდინოთ მათში ხალხური სიმღერის პოპულარიზაცია. ქართული ხალხური სიმღერა ეს არის ქართველი ერის მიერ საუკუნეების განმავლობაში შექმნილი საგანძური, ქართული სულის ამოძახილი და ამიტომ თანამედროვე მოსწავლეები უნდა ეზიარონ ამ საგანძურს, რამეთუ სწოტედ მათ უნდა ააშენონ მომავალი და ამ მომავლის ფესვები სწორედ ეროვნულ კულტურასა და ტრადიციებში უნდა ჰქონდეს გადგმული.
4. პროექტის სრული აღწერა: იმისთვის რომ მოხდეს ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაცია პროექტი იყოფა სამ ეტაპად:
1. ეტაპი-ინფორმაციის შეგროვება
2. ეტაპი-ინფორმაციის დამუშავება
3. ეტაპი-პროექტის წარდგენა
იქმნება მოსწავლეთა 6-6 კაციანი 4-ჯგუფი, რომელშიც მოსწავლეები ირჩევენ ერთ პასუხისმგებელ პირს.
1-ჯგუფი: ინტერნეტში მოიძიებს ინფორმაციას ქართული ხალხური სიმღერის შესახებ.
2-ჯგუფი: ტელევიზიებსა და არქივში დაცულ ინფორმაციას.
3-ჯგუფი: ორგანიზებას უკეთებს, რომ მთელი კლასის მოსწავლეებმა თავიაანთ სოფლებში მოიძიონ შემორჩენილი სიმღერები ან მომღერლები და მოაგროვონ ინფორმაცია
4-ჯგუფი: ხვდებიან ქართული ხალხური სიმღერის ცნობილ ანსამბლებს და ინდივიდუალურ შემსრულებლებს და აგროვებენ ინფორმაციას.
5. პროექტის მონაწილეთა ასკი: 15-16 წელი
6. მუშაობის დრო: 3 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები: -მოსწავლეები ქმნიან ხელნაწერ ჟურნალს “ქართული ხალხური სიმღერის ისტორია”
-ინტერნეტში იქმნება ვებ-გვერდი, რომელზეც ყველა მსურველს შეეძლება ინფომაციის მიღება და ამასთანავე შეეძლება განავრცოს ინფორმაცია.
-სკოლაში ეწყობა ქართული ხალხური სიმღერის საღამო.
-ეწყობა პრეზენტაცია სლაიდ შოუს სახით სკოლაში იქმნება ქართული ხალხური სიმღერის მოყვარულთა კლუბი
-სკოლაში ეწყობა შეხვედრა ცნობილ შემსრულებლებთან
-ეწყობა ექსპედიცია სიმღერით განთქმულ რომელიმე კუთხეში /კახეთში/
9. სამუშაო ენა: ქართული
10. კავშირი საგნებთან: ხელოვნების ისტორია; მუსიკის ისტორია;
ქართული ენა და ლიტერატურა; ისტი.
11. პროექტის იდეის ავტორი: ლია ნიშნიანიძე
12. ავტორის ელი-ფოსტა: likanisnianise@gmail.com